ბექჰემების „უძღები შვილის”, ბრუკლინისა და მისი მილიარდერი მეუღლის, ნიკოლა პელტცის გულგრილი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ პიკს აღწევს. დაძაბულობა კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ბექჰემების ოჯახი უდიდესი მოვლენის წინაშე დადგა.
„უინძორის სასახლეში“ საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომლის მთავარი გმირი 50 წლის დევიდი გახლდათ. ინგლისური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა მეფე ჩარლზ III-მ რაინდად ოფიციალურად აკურთხა.
ცერემონიას ესწრებოდნენ დევიდის მშობლებიც, ტედ და სანდრა ბექჰემები, დევიდს თან ახლდნენ შვილებიც, რომეო, კრუზი და ჰარპერი. აღსანიშნავია, რომ ოჯახისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღე გამოტოვა ბექჰემების უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინმა და მისმა რძალმა, ნიკოლა პელტცმა. მედიაში ისიც იწერება, თითქოს თავად დევიდმა და ვიქტორიამ არ დაპატიჟეს შვილი და რძალი. აღნიშნულმა ფაქტმა უამრავი კომენტარი და შეფასება გამოიწვია.
„რევანში“,„ანგარიში გათანაბრდა“, „ბექჰემებმა შური იძიეს და ისინი არ დაპატიჟეს“,„ახლა კი საბოლოოდ დადასტურდა, რომ მათ შორის აღარანაირი კავშირი აღარ არის“, – არ წყდება კომენტარები.
შეგახსენებთ, ამ ზაფხულს, სამწლიანი ქორწინების შემდეგ, ბრუკლინმა და ნიკოლამ ხელახლა „იქორწინეს“ და ღია ცის ქვეშ გამართულ ცერემონიაზე საქორწილო ფიცი კიდევ ერთხელ დადეს. ფიცის დადების ცერემონია ნიკოლას მამამ, ნელსონ პელტცმა ჩაატარა. ამ დღეს პატარძალს დედის, კლაუდია პელტცის ვინტაჟური საქორწინო კაბა ამშვენებდა. ცერემონიალს ბრუკლინის არცერთი ოჯახის წევრი არ დასწრებია.
ნიკოლა პელტცი მულს სასტიკად მოექცა – მედიაში 14 წლის ჰარპერ ბექჰემის ვიდეო ვრცელდება
