„ახლა მაინც მიხვდით, ლუზერებო?“ – ამ სიტყვებით ჯასტინ ბიბერმა ახალი ალბომი დააანონსა, რომელზეც ის მეუღლესთან, ჰეილი ბიბერთან და შვილთან, ჯეკთან ერთადაა გამოსახული.
გავრცელებული ხმები, თითქოს ვარსკვლავური წყვილი განქორწინებას გეგმავდა, ბიბერმა თავისი მეშვიდე ალბომის ფოტოებით უარყო. ფანები ვარაუდობენ, რომ მთელი დროის განმავლობაში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ბიბერის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, შესაძლოა, უბრალოდ, ალბომის პრომოუშენის ნაწილი ყოფილიყო.
ალბომი, რომლის სავარაუდო სახელია Swag, ბიბერის პირველი დიდი პროექტია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. მასში 20 სიმღერა შევა, მათ შორის თემებზე: ფსიქიკური ჯანმრთელობა, მამობა და ურთიერთობები ჰეილისთან. The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, რელიზი დღეს, 11 ივლისს იგეგმება.
„ეს ჰეილი არ არის!“ – ჯასტინ ბიბერი ფოტოებს ავრცელებს და საზოგადოებაში აჟიოტაჟს იწვევს
ვიდეო: გაუთავებელი მითქმა-მოთქმის ფონზე, ჯასტინ და ჰეილი ბიბერები ერთად გამოჩნდნენ
ჯასტინ ბიბერი მორიგ შემაშფოთებელ პოსტს ავრცელებს, რომელშიც მისი 9 თვის შვილი ჩანს









