LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა მინდა, თქვენი მოღვაწეობის “ქეთოს მზითვი” ჩამოვთვალო: ჩარკვიანი პრემიერს

207
1

დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას წარადგენს, დეპუტატები კი მას კითხვებით მიმართავენ.

დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საქართველოში კორუფცია ყვავის.

მან ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, რომ მათი მოღვაწეობის “ქეთოს მზითვს” ჩამოთვლიდა და ამ ჩამონათვალს შორის კორუფცია, სასამართლო კლანია, რკინიგზა­ და ანაკლიის პროექტი ახსენა:

“ახლა თქვენი მოღვაწეობის “ქეთოს მზითვი” მინდა ჩამოვთვალო: კორუფცია ყვავის, სასამართლოში კლანია, რკინიგზა­ ჩაიძირა, ანაკლიის შესანიშნავი პროექტი აბსოლუტურად განადგურებულია, გაძარცვულია ბიუჯეტი.

ვინ თქვა, რომ ვინმე, რამელიმე დახმარებას ელის თქვენგან ან ვინმეს სჭირდება წყალობა ღვთის? ადამიანები გატანილი ბიუჯეტის უკან დაბრუნებას ითხოვენ და თუ ეს ასე არ არის, მაშინ თქვენს ინტერესში უნდა იყოს საგამოძიებო კომისიების შექმნა და გამოძიება, ვინაიდან თქვენ ხართ ის პრემიერი, მომიტევეთ, მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ თითს თქვენკენ იშვერენ მოქალაქები, რომ თქვენ დროს ჩალპა ქვეყანა კორუფციაში, ამაზე თქვენი ორი პრემიერი საუბრობს.

თქვენ რასაც სტაბილურობას ეძახით, იმას ჩვენ სტაგნაციას ვეძახით და ის, რომ ბომბები არ ცვივა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთისკენ არ მიაქანებთ, ვინაიდან პუტინ – ბაიდენის შეხვედრაზე, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე არ იყო საუბარი.” – თქვა ჩარკვიანმა.

 

საკითხები პრემიერის ანგარიშიდან, ვრცლად იხილეთ აქ:

 

პოლიციელების შრომითი ანაზღაურება გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება: პრემიერი

პრემიერი: პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა

ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკის წარმატებაა ჩემი შუამავლობით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება

პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად, ეკონომიკის გაჯანსაღების წელია: პრემიერის ანგარიში

ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკის წარმატებაა ჩემი შუამავლობით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება

ავღანეთში ნატო-ს მისიებში ჩვენმა სამხედროებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას: ღარიბაშვილი

ეფექტიანად ვმუშაობთ უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად – პრემიერი ზაზა გახელაძესა და ბებუაზე

1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვებს 50-ის ნაცვლად, 100 ლარით დაეხმარებიან

ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მცირე ზომის ციხეების შექმნაა, არასრულწლოვანი პატიმრები საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსდებიან: პრემიერი

mazda magti 5g