LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა მოვიგერიეთ “ქართული ოცნების” მორიგი შემოტევა – რას აცხადებს გიგა მაქარაშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე

216
გიგა მაქარაშვილი

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ბათუმის ბულვარში სამოქალაქო აქტივისტებსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის ინციდენტი მოხდა.

როგორც მაქარაშვილი “ფორტუნასთან” აცხადებს, მათ “ქართული ოცნების” მორიგი შემოტევა მოიგერიეს.

„შეკვეთით ჩასვლა“ არაა საჭირო.. სკვერს შეხედეთ, ევროპული გარემოა“ – „შინ ევროპისკენ“ რეგიონში კამპანიებს დაპირისპირების ფონზე აგრძელებს

“ახლა მოვიგერიეთ “ქართული ოცნების” მორიგი შემოტევა ბულვარში.

ვაკრავდით სტიკერებს “შინ ევროპაში” და ამ დროს “ქართული ოცნების” არათუ მხარდამჭერები, არამედ საკრებულოს და უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები მოცვივდნენ, პირდაპირ გვითხრეს, რომ ჩვენ მიმართ აგრესია აქვთ და დაიწყეს ჩხუბი.

საბედნიეროდ, იქ ბევრი ადამიანი მოვიდა, ვინც მათ არ ეთანხმებოდა და უკან დახევა მოუწიათ. შემდეგ უკვე პოლიციაც გამოჩნდა.

ფიზიკურ დაპირისპირებამდე საქმე ნამდვილად არ მისულა”, – აცხადებს გიგა მაქარაშვილი “ფორტუნასთან”.

შეგახსენებთ, დღეს „შინ ევროპისკენ“ 3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიებს დაპირისპირების ფონზე აგრძელებს.

ადგილზე მოიყვანეს „ოცნების“ „ზონდერები“ – თსუ-სთან „შინ ევროპისკენ“ კამპანიის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g