მომღერალმა რუსუდან მუმლაძემ ქართულ შოუბიზნესში არსებული მდგომარეობაზე გადაცემაში “ფარული კონვერტი” ისაუბრა.
გადაცემის წამყვანმა მას რამდენიმე კრიტიკული პოსტი შეახსენა, რომელიც ქართველ მომღერლებს მიუძღვნა სოციალურ ქსელში, შემდეგ კი კონკრეტული მომღერლების შეფასება სთხოვა, მათ შორის, სოფო ბედიას, აჩი მეფარიძის, ვერიკო ტურაშვილის, მერაბ სეფაშვილისა და ინდირა ჯგერენაიას.
ამ უკანასკნელზე რუსუდანმა აღნიშნა, რომ “ინდირა ძალიან კარგი გოგოა”.
“რამდენჯერმე დაიწუნეს ეს გოგო, მე მაშინ ვხედავდი ამ გოგოში დიდ პოტენციალს”- თქვა რუსუდან მუმლაძემ.
კოლეგის ამ შეფასებას თავად ინდირა გამოეხმაურა სოციალურ ქსელში:
“მადლობა ქალბატონო რუსუდან კარგი შეფასებისთვის, მაგრამ ახლა რომ ასე ძაან მოგწონვართ, ქმარი რომ აახიეთ იმ ქალის დამსახურებაა“- წერს ინდირა ჯგერენაია.