LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა, რომ ყოფილიყო „ლაზიკა“, მინიმალური ხელფასი ემზარისთანა ადამიანებისთვის, იქნებოდა 2000 ევრო საქართველოში: მიხეილ სააკაშვილი

88
მიშა და ემზარიკო

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ესპანეთში მომუშავე ქართველ ტაქსის მძღოლზე წერს, რომელიც საზღვარგარეთ იმიტომ მუშაობს, რომ „თავის სახლში ვერაფერი ვერ იპოვა“.

სააკაშვილის თქმით, „ახლა, რომ ყოფილიყო „ლაზიკა“, მინიმალური ხელფასი ემზარისთანა ადამიანებისთვის, იქნებოდა 2000 ევრო საქართველოში“.

როგორ სააკაშვილი წერს, „ჩვენი დაცვის ბოლო ხაზი წლევანდელი წლის ოქტომბერზე გადის და საქართველოს უკან დასახევი გზა აღარ აქვს“.

„ერთ-ერთ რეისზე ემზარს შევხვდი ზუგდიდიდან, ფრენის დროს, რომელიც პოლონეთში მუშაობს 800 ევროიან სამუშაოზე იმიტომ, რომ თავის სახლში ვერაფერი ვერ იპოვა. ახლა, რომ ყოფილიყო ლაზიკა, მინიმალური ხელფასი ემზარისთანა ადამიანებისთვის, იქნებოდა 2000 ევრო საქართველოში და აქ, ასე ვხვდებით აეროპორტიდან აეროპორტში, სადღაც შემთხვევით ქუჩაში, ქართველ ტაქსის მძღოლებს პოლონეთში, ყველა უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, ამისი გაგრძელება აღარ შეიძლება – ჩვენ შევძლებთ ეს გავაკეთოთ!

ჩვენი დაცვის ბოლო ხაზი გადის წლევანდელი წლის ოქტომბერზე, უკან დასახევი გზა საქართველოს აღარ აქვს. ემზარი უნდა დაბრუნდეს სახლში, ზუგდიდში“, – წერს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g