LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა „თლათ“ ისე ნუ ვიზამთ, ჟურნალისტის ხსენებაზე ჟრუანტელი უვლიდეთ ადამიანებს – რა გადახდა მაღლაფერიძეს „ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ

123
vasiko 55

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტთან საუბრის დეტალებზე წერს.

მაღლაფერიძე ჰყვება, როგორ მოუხდა რამდენჯერმე იმის ახსნა, რომ საოპერაციოდ ემზადება და ამ მიზეზით დატოვა , „ქართული ოცნების“  თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.

„მთავარის“ ჟურნალისტი მირეკავს და მეკითხება, თქვენი წასვლა რით იყო განპირობებულიო?! ვპასუხობ, ჯანმრთელობის მდგომარეობით, საავადმყოფოში ვარ-მეთქი. ფარულ ჩანაწერებზე რას იტყვით, ამას ხომ არ უკავშირდება თქვენი წასვლაო?! მე ვპასუხობ, ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვინც ჩაიწერა და დაამონტაჟა, თახსირია, მაგრამ მე სასწრაფოდ დამჭირდა ოპერაცია და ამისთვის ვემზადები-მეთქი. ეგ კიო და იწყებს თავიდან იგივეს, მეც მეათედ ვუყევები ჩემი ოპერაციის შესახებ და ექთანს ეგონა, ჩემი ჯანმრთელობით ნამეტანი შეწუხებული მაგრამ ოდნავ ჩლუნგი გულშემატკივარი მირეკავდა და მკითხა, მე ხომ არ ავუხსნაო?!

P.S. ახლა „თლათ“ ისე ნუ ვიზამთ, ჟურნალისტის ხსენებაზე ჟრუანტელი უვლიდეთ ადამიანებს“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

ამასთან, ვასილ მაღლაფერიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა.

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g