LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა უკვე ნამდვილად არის შესაძლებელი რეაქციის გაკეთება – ბიძინა ივანიშვილი

Untitled-24-1024x474

“ახლა უკვე ნამდვილად არის შესაძლებელი რეაქციის გაკეთება, ვინაიდან ეგზიტპოლების შედეგები გამოაცხადა არა მხოლოდ მმართველი გუნდის მიერ დაქირავებულმა კომპანიამ, არამედ ოპონენტების მიერ დაქირავებულმაც”,- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„პირველი ტურის შემდგომ ალბათ სახიფათოც კია გავაკეთოთ რეაქცია, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლავთ, უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია გავაკეთოთ შესატყვისი რეაქცია. მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები