„ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით სოციალურ ქსელში ჯგუფ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებით, ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციას შეუერთდა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.
„ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღე ვიყოთ აქტიურები, გაბრაზებულები.
და მოვითხოვოთ რაც ჩვენ გვეკუთვნის, რაც ჩვენია დავიბრუნოთ“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟლიანმა.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, რადგან არჩევნები გაყალბდა.