LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ყველა უკრაინელები უნდა გავხდეთ“ – საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ ტურისტებს ქართული სასტუმროების ნაწილი უსასყიდულოდ უმასპინძლებს

229
273305244-4624005104335414-5305952819853209703-n

ქართველები, საზღვრების ჩაკეტვის გამო, საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ ტურისტებს საკუთარ ბინებსა და სხვა განთავსების ობიექტებს სრულიად უსასყიდლოდ უთმობენ. მეგობარი უკრაინელების დახმარების მიზნით სოციალური კამპანია ჯგუფმა Spend 4 Seasons in Georgia -მ წამოიწყო.

„მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენს პლატფორმას ვუთმობთ ყველა იმ ადამიანს და კომპანიას, ვისაც შეუძლია რაიმე ფორმით დაეხმაროს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინასა და საქართველოში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ასე ძალიან სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა“, – აცხადებენ Spend 4 Seasons in Georgia-ში.

მათ ამ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ათასობით ქართველი მზად არის საკუთარი ბინა, სახლი, თუ განთავსების სხვა ობიექტი – მათ შორის, სასტუმრო მეგობარ უკრაინელებს დაუთმოს.

„უკრაინამ საზღვრები ჩაკეტა და აქ ჩარჩა უამრავი ტურისტი. თუ ვინმეზე გაიგებთ 3-4 ადამიანის მასპინძლობა შემიძლია ფრენების გახსნამდე“; „საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ, “ჩარჩენილ”უკრაინელ მეგობრებს. ჩვენი სასტუმრო სახლი კახეთში, სოფელი მელაანი Melaanian Vintage – Guest House, სრულიად უსასყიდლოდ დაგითმობთ საცხოვრებლად ჩვენს სივრცეს. მშვიდობა და გამძლეობა უკრაინას!“ „მეგობრები, ბევრი დაიწერა და მეც ვუერთდები თქვენთან ერთად, დუშეთში მაქვს კერძო სახლი, გაზი, დენი წყალი ყველაფერი არის. მზად ვარ, დავეხმარო მივიღო უკრაინიდან, ან აქ დარჩენილ ოჯახს გადავცე სახლი. იქნებ ორგანიზება გავუკეთოთ, ან ჯგუფი შევქმანთ ან არ ვიცი, მსურველი ბევრია“. „მზად ვართ ვუმასპინძლოთ სახლში, უკრაინიდან თავშესაფრის მაძიებელ ოჯახს, 2 ან 3 ადამიანი“. „თუ ვინმე უკრაინული ოჯახი იცით რომ ჩარჩენილია საქართველოში და ვერ ბრუნდებიან, შემიძლია ბორჯომში სახლში განვათავსო“. „შემიძლია საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები განვათავსო ბაკურიანში AREA PaRk Apartment ვიჰაუს – ში .. ერთად ყველაფერი გამოგვივა, მშვიდობა უკრაინას“. „საქართველოში მყოფი უკრაინელი ძმები და დები შეგვიძლია განვათავსოთ სასტუმრო BEST Hotel -ში უსასყიდლოდ“. „მეც გიერთდებით მეგობრებო.უკრაინელი მეგობრები, რომლებიც ვერ ბრუნდება სამშობლოში, შემიძლია დაუთმოთ სახლი აჭარაში. 4-5 ადამიანზე გათვლილი. ასევე , შევძლებთ სხვა ტიპის მხარდაჭერას: კვება, ტრანსპორტირება და მედიკამენტები“. „ყველა უკრაინელ ოჯახს, ვისაც არ შეუძლია სამშობლოში დაბრუნება, შემიძლია დავუთმო ჩემი სახლი სამეგრელოში“, – მსგავსი შინაარსის უამრავი პოსტი იწერება Spend 4 Seasons in Georgia-ში.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ამავე საკითხზე წერენ ცნობილი ქართველებიც. 

ნანუკა ჟორჟოლიანი: “უკრაინამ საჰაერო სივრცე ჩაკეტა. აქ დარჩენილ უკრაინელ ხალხს “მგზავრები ჯგუფი” ბათუმში, გონიოში, ბაკურიანში, თბილისში უთმობენ სასტუმრო კომპლექსებს. ახლა ყველა უკრაინელები უნდა გავხდეთ და ვაჩვენოთ ჩვენს დებს და ძმებს, როგორი გვერდში დგომა შეგვიძლია”.

ია ფარულავა: „ჩემი პარტნიორის სასტუმრო “ფოლკი” გრიშაშვილის # 56 უფასოდ უთმობს ნომრებს საუზმით  საქართველოში ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს მეტი ინფორმაციისთვის დარეკეთ: ნათია ჩქარეული 599 888 228“.

30 ნომრიან სასტუმროს დაუთმობს თავშესაფრად უკრაინის მოქალაქეებს სასტუმრო Rcheuli Marani Telavi-ც და სასტუმრო BEST Hotel თბილისი.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. დილიდან აფეთქებები ისმის ხარკოვსა და კიევთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g