8 წლის გოგო ღია საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა, რის შედეგადაც ხელისა და ფეხის არეში ტრავმა მიიღო.
შემთხვევა თბილისში მოხდა.
ინფორმაციას და ფოტომასალას თავად გოგონას დედა ავრცელებს სოციალურ ქსელში.
“სასოწარკვეთილი კი არა, არ ვიცი, რა დავარქვა ჩემს მდგომარეობას. ღმერთმა დამიფარა, თორემ წარმოდგენაც არ მინდა ახლა როგორ ვიქნებოდი. მტერსაც არ ვუსურვებ, რაც გადავიტანე. შიშისაგან ახლაც ვკანკალებ. მე და ჩემმა შვილმა ჩვენი პაწაწუნა ცუგები ჩავიყვანეთ სასეირნოდ. მეკავა თოკით ცუგები და მინდვრისკენ გაიქცნენ და შევბრუნდი სადღაც 4_5 მეტრით წინ წავიდა ჩემი 8 წლის გოგონა და წამიერი ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი.
წამებში გავუშვი ცუგების თოკს ხელი მივვარდი ჭას ახდილი ჰქონდა თავი და იქვე გავქვავდი. მოვკვდი ათასმა ფიქრმა გამიარა თავში. როგორ ჩაეკიდა სიღრმეში ბავშვი და რას ახლაც ვერ ვხვდები ძლივს ამოვიყვანე. ახლაც თვალებში მაქვს 7-8 მეტრის სიღრმეზე სიბნელე და წყლის ჩხრიალი თუ როგორი დინებით მიდიოდა..
ღმერთს მადლობა რომ ბავშვი მოეკიდა რაღაცას. არ ვიცი ახლაც ვერ ვიხსენებ თუ რა და როგორ მოხდა წამებში მხოლოდ ჩუმი ყვირილი და ის ბნელი სიღრმე და წყლის ხმა ჩამესმის ..ხვდებით მაინც რა გადავიტანე და ახლა რა შოკში ვარ? უფალმა გადაგვარჩინა.სულ დალურჯებული აქვს ფეხები ხელები ამ დაბეჟილობებს და ტკივილებს გადავიტანთ მაგრამ რა ფაქტის წინაშე ვიდექით ხვდებით? ახლაც კანკალით ვწერ ამ პოსტს.დავრეკე მერიაში დავრეკე დასუფთავებაში თუ რავიცი სად არ დავრეკე სად არ მივწერე ხა არსაიდან არანაირი გამოხმაურება.ძლივს ავწიე ის იმსიმძიმე თავსახური და ნახევრამდე მივაჩოჩე და ნახევრად დავაფარე იქვე ხალხმა დაფარა შემდეგ და უცებ ამოვედი სახლში ბავშვისათვის რომ მიმეხედა.ბავშვი კარგადა მაგრამ……
ძალიან მაინტერესებს, ვისაც ეს სფერო ეხება, რატომ არ აკონტროლებენ? რატომ არის საკანალიზაციო ჭები ღია, იქ სადაც ბავშვები სეირნობენ რატომ?ძაღლი, კატა არ დაიარება? – წერს მოზარდის დედა.