პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჟურნალისტების სოლიდარობის აქციის მონაწილეები იმყოფებიან, ხმაური იყო.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა ქვეითისთვის სამოძრაო ტერიტორია დაეტოვებინათ, სადაც ნაძვის ხის აწყობა მიმდინარეობს და საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადასულიყვნენ.
მედიის წარმომადგენლები დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას და საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს.