ვარძიაში მდებარე, პირველი მაღალი კლასის სასტუმროში, ვიზიტორების დიდი ნაწილი მრავალშვილიანი ოჯახია. როგორც ”ფორტუნას” ”ვარძია რეზორტის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ნათენაძემ განუცხადა, მიმდინარე სეზონზე მის სასტუმროში ბავშვების სიმრავლე შეინიშნება.
”ვარძია რეზორტი” ულამაზეს ხეობაში მდებარეობს. სასტუმროს წინ იშლება სამონასტრო კომპლექსი, არის არაჩვეულებრივიკლიმატი, რაც საშუალებას აძლევს დამსვენებელს , რომ კომფორტული გარემო შეიქმნას. ამასთან, ჩვენთან კარგად არის განვითარებული საბავშვო ინფრასტრუქტურაც, რასაც ვუკავშირებთ ჩვენს სტუმრებს შორის, მრავალშვილიანი ოჯახების სიმრავლეს”,- აღნიშნა ნათენაძემ.
მისივე ინფორმაციით, მრავალშვილიანი ოჯახების გარდა, ”ვარძია რეზორტს” დიპლომატიური კორპუსი, კორპორაციული ჯგუფები და ევროპისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლებიც ხშირად სტუმრობენ. ”გაგვიჭირდება სეგმენტაცია, რადგან საკმაოდ მრავალფეროვანი სტუმრები გვყავს როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან”, – განმარტა სასტუმროს დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, სასტუმროში ერთი ღამის გათევა 250-დან 600 ლარამდე ღირს. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კლასისაა ნომერი. ღირებულებაში შედის, თითქმის ყველა სახის სერვისი და კვება. ”ვარძია რეზორტში” სტუმარს გასვლით ტურებსაც სთავაზობენ.
როგორც სასტუმროს დამფუძნებელმა განმარტა, ”ვარძია რეზორტის” ამ ადგილას აშენების მთავარი მიზანი ვარძიის პოპულარიზაცი და განვითარება იყო.
ცნობისთვის, ”ვარძია რეზორტი” 2016 წლის მაისში გაიხსნა. სასტუმრო 2 ჰექტარ მიწის ფართობზეა განთავსებული და ის 27 ნომერს მოიცავს. ნომრები სხვადასხვა კლასისაა. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე , სასტუმროს შენობის გარდა , წარმოდგენილია – რესტორანი, ლაუნჯი, ბარი, კარაოკე, ბასეინები, ფურნე, ღვინის მარანი და სხვა…