LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან“ – რას წერს დონალდ ტრამპი

204
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

„ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. სატელეფონო საუბარი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. განხილვის დიდი ნაწილი დაეფუძნა გუშინ პრეზიდენტ პუტინთან ჩატარებულ ზარს, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის მოთხოვნები და საჭიროებები ერთმანეთს დავუახლოვოთ. ჩვენ სწორ გზაზე ვიმყოფებით და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ უოლცს ვთხოვ, წარმოადგინონ ზუსტი აღწერა განხილული საკითხების შესახებ. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g