LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახლახანს შემატყობინეს, რომ ჩვენს დეპუტატებზე თავდამსხმელი, “სუს”-ის აგენტი დაკავებულია – გახარია

collage

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისმა უწყებამ დააკავა პირი, რომელმაც 18 დეკემბერს გურჯაანში დეპუტატ სოფო ქაცარავას ავტომობილი დააზიანა:

“ახლახანს შემატყობინეს, რომ ჩვენს დეპუტატებზე თავდამსხმელი “სუს-ის აგენტი”  დაკავებულია,– განაცხადა გახარია.

მანამდე,  მინისტრი ახალქალაქში ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებზე თავდასხმის საქმეს, ასევე ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერძაიას გარდაცვალების ფაქტსაც გამოეხმაურა. გიროგი გახარია ამბობს, რომ ადამიანური ტრაგედიის გარდაცვალებისა და სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, უბრალოდ ამორალურია.

“ერთი რაღაცის მეშინია, გულწრფელად გეუბნებით, ყველანაირი თვალთმაქცობის გარეშე, ეს პოლიტიკური მიზნებისთვის მსგავსი თემების გამოყენებაა. პირადად გპირდებით ერთ საქმესაც და მეორესაც დავამთავრებ და შემდგომ სპეციალურად ამ თემებისთვის მოვალ აქ. და თუ თქვენ გეყოფათ ვაჟკაცობა ასე დაჯდეთ და ან ერთ ან თემაზე ვისაუბრობთ, მერე უბრალოდ შეგრცხვებათ”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

უმცირესობის დეპუტატის კითხვის საპასუხოდ, თუ რა განსხვავებაა ოთარ ფარცხალაძისა და დავით კირკიტაძის საქმეებს შორის, აცხადებს, რომ აღნიშნულ ქეისებს შორის განსხვავებაა.

“მძიმე შეკითხვაა. თქვენც იცით და მეც ვიცი, რომ მძიმე შეკითხვაა. რეალურად, ფარცხალაძის შემთხვევაში თუ თქვენ მესაუბრებით კონკრეტულ ეპიზოდზე,  ჩხუბის ეპიზოდზე, ამ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით, მე როგორც ვიცი, პროკურატურა იძიებს ამას. იქ კომისაა ჩართული და ბევრი რამ ხდება.

თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს არის საყოფაცხოვრებო ჩხუბი ორი ადამინის. რესტორანში თუ არ ვცდები, ნასვამ მდგომარეობაში, თუ არ ვცდები. ეს იყო საყოფაცხოვრებო შემთხვევა კონკრეტულ პირობებში. კირკიტაძის შემთხვევაში ეს იყო დაგეგმილი, გააზრებული, პოლიტიკური აქტი პოლიციელზე თავდასხმის შემადგენლობით – ეს არის სხვაობა” – ამბობს შს მინისტრი.

შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმე, ახალქალაქის ინციდენტი და ველისციხის მოვლენები ეს მთავარი მიმართულებებია, რაზეც გიორგი გახარიას თითქმის ხუთი საათის განმავლობაში მოუწია საუბარი.

magti 5g