ახლანდელი „ქოცები“ კიდევ უფრო წყალწაღებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გუშინ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე კუნთმაგარმა „ქოცების“ ტიტუშკებმა თავდასხმა მოაწყვეს. ზუსტად იგივეს გვიკეთებდნენ 2003-ში ასლან აბაშიძე და ლევან მამალაძე, მაგრამ მათ ამან ვერ უშველა.
ახლანდელი „ქოცები“ კიდევ უფრო წყალწაღებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს თავდასხმები უმწეობის და მათი სრული უპერსპექტივობის განცდის გამოხატულებაა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.