კომპანია W Motors-ს, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში პირველი სუპერქარი Hypersport შექმნა, კიდე ერთი სიახლე უპილოტო მოდელი Muse აქვს. სიახლის პრემიერა 2020 წლისთვის, დუბაის საერთაშორისო ავტოსალონზე შედგება.
მთლიანად ელექტრონული Muse რამდენიმე კომპანიის თანამშრომლობის შედეგია. უპილოტო ავტონომიური მართვის სისტემების 4-5 დონითაა აღჭურვილი, მას ასევე ინოვაციური ინტერფეისი, დისტანციურად მართვის სისტემები და კონტროლი აქვს. რაც შეეხება ავტომობილის სალონს, ის შემკვეთის მოთხოვნების შესაბამისად იცვლება და ადაპტირდება.
უპილოტოების აწყობა W Motors-ის დუბაის ქარხანაში დაიწყება. კომპლექსის მშნებლობა უკვე დაწყებულია და მისი დასრულება ამ წლის ბოლოსთვის იგეგმება. Muse-ის პრემიერასთან ერთად ქალაქის ხელისუფლება გეგმავს, რომ უპილოტო ტრანსპორტის განვითარებაზე განსაკუთრებით იზრუნოს. საქმე ისაა, რომ ავტონომიურ ტრანსპორტზე გადასვლა სახელწმიფოს ბიუჯეტს ძალიან წაადგება და გარდა ამისა, ჰაერში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობასაც მაქსიმალურად შეამცირებს.