LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლოს თბილისთან – პიკნიკი,ფოტოსესია და განტვირთვა

1837
ც

გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება პიკნიკების,ლაშქრობებისა და ბუნებაში განტვირთვის საკითხი. ხშირად დროის უკმარისობის გამო რთულია შორი ტურების დაგეგმვა ამიტომ ბონ ვოიაჟის ფარგლებში გაგაცნობთ თბილისის მიდამოებში და მასთან ახლოს მდებარე იმ ლოკაციებს სადაც წყალთან სიახლოვე,ლამაზი ხედები,საპიკნიკე ადგილები და ტყის ზონა ერთმანეთს ერწყმის.

ჭილის ტბა

  

ჭილის ტბა ერთ-ერთი ასეთი ადგილი ჭალის ტბაა,რომელიც ყველა სეზონზე ლამაზია,თუმცა გაზაფხული და ზაფხული განსაკუთრებულად შვენის მას. ჭილის ტბა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელოვანში მდებარეობს, მუხათგვერდის სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში, ზღვის დონიდან 1130 მეტრზე. მწვანე მცენარეებით გარემოცული ტბა საპიკნიკედ,სათევზაოდ და ფოტოების გადასაღებად საინტერესო და მიმზიდველი ადგილია. ტბასთან მაღალი გამავლობის მანქანით შეძლებთ მისვლას.

ალგეთის ტბა

დედაქალაქიდან სულ რაღაც 55 კმ-ში ალგეთის წყალსაცავს შეგიძლიათ ეწვიოთ. ის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის სიახლოვეს, მდებარეობს. წყალსაცავზე გაედინება მდინარე ალგეთი. ეს ადგილი შესანიშნავია ბუნებაში განტვირთვისთვის და პიკნიკის მოსაწყობად.ულამაზესი მინდვრებითა და ტყეებით გარშემორტყმული ლურჯად მოლივლივე წყალსაცავი და გაშლილი 2012 წელს ალგეთის წყალსაცავზე ადგილობრივებმა შემთხვევით იპოვეს თავის ქალა,რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის V-VI საუკუნეებით თარიღდება. წყალსაცავთან ახლოს, სოფელ ტბისში შეგიძლიათ მოინახულოთ ტბისის VIII-IX საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია.

 თბილისის წყალსაცავი (თბილისის ზღვა)

თბილისის ზღვა – იგივე თბილისის წყალსაცავი, სამგორის წყალსაცავი წყალსაცავი ივრის ზეგანზე მდებარეობს. მისი სიგრძე — 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართობი 11,6 კმ². წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. უდიდესი სიღრმე 45 მ. საშუალო სიღრმე 26,6 მ. თბილისის ზღვა საქართველოს დედაქალაქის მნიშვნელოვანი რეკრეაციული ობიექტია; მის გარშემო ფერდობებზე უამრავ ადგილს ნახავთ საპიკნიკედ,ლამაზი ხედებისა და ფოტოსესიისთვის. განსაკუთრებულად ლამაზია მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს,რაც თავადაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ტბას ხშირად მიმართავენ სათევზაოდაც და ნავით ან იახტით გასეირნებისთვის.

ეს რაც შეეხება ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებს,თუმცა რა თქმა უნდა აქვე უნდა აღინიშნოს თბილისელებისთვის საყვარელი განტვირთვის ადგილი ლისისა და კუს ტბა და მისის შემოგარენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები