LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმედ ჩატაევის ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროში ინახება

109

ახმედ ჩატაევისა და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული კიდევ ორი პირის ცხედარი ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ინახება.

6 თვის განმავლობაში სახელმწიფოსთვის ცხედრების გადაცემის მოთხოვნით არავის, მათ შორის არც ჩატაევის ოჯახს არ  მიუმართავს. ცხედრების დაკრძალვასთან დაკავშირებით ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღია არც სახელმწიფოს.

ტერორისტულ ორგანიზაციაში პირების გაერთიანებასთან დაკავშირებული საქმის პროკურორის  ნანა ხუნჯუას განცხადებით , ამ ეტაპზე იდენტიფიცირებისთვის კვლევა მხოლოდ ერთ ცხედარს უტარდება.

„საექსპერტო ბიუროშია შენახული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების, მათ შორის ახმედ ჩატაევის ცხედრები. ერთ-ერთი პირის ცხედარზე იდენტიფიცირების მიზნით კვლევა გრძელდება. შესაბამისად, არ დასრულებულა იდენტიფიცირება. ორი პირი ნამდვილად იდენტიფიცირებულია. მსურველისა და ოჯახის წევრების გამოჩენის შემთხვევაში, გადაცემაზე თავად საექსპერტო ბიუროში ხდება გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, საგამოძიებო ორგანოსთან შეთანხმებით. სხვა შემთხვევაში კი უკვე სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს დაკრძალვის თაობაზე“, – განუცხადა ნანა ხუნჯუამ “ინტერპრესნიუსს”.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ინფორმაციით ,ბიუროში, როგორც გამოძიების მიერ დანიშნული ექსპერტიზა, ასევე გვამის განთავსება უფასოა და სახელმწიფოს ამ შემთხვევაში არაფრის გადახდა არ უწევს.

ბერი გაბრიელ სალოსისი ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g