ახმეტაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს საღამოს, სოფელ ქისტაურში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს “ოპელისა” და “ჰონდას” მარკის ავტომობილები შეეჯახა. დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.