LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმეტაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა და მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა

147
2025-08-01_01-18-19_458390

ახმეტაში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა, მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და საავტომობილო გზები ჩახერგა.

სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ქალაქ ახმეტას და რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის ოდენობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა და მიმდინარეობს სამუშაოები. მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g