LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმეტაში „იმპექსის“ ახალი აფთიაქი მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით ელოდება

658
იმპექს

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელს კიდევ ერთი იისფერი აფთიაქი შეემატა (მისამართი: ახმეტა, რუსთაველია ქუჩა #56). დღესდღეობით, „იმპექსი“ მთელ საქართველოში 120-ზე მეტ აფთიაქს აერთიანებს და ახალი ფილიალით კიდევ უფრო აფართოებს ქსელს.

ქსელის განვითარების პარალელურად „იმპექსი“ მუდმივად ცდილობს თავისი მომხმარებელი განსაკუთრებული შეთავაზებებით გაანებივროს. ახალი აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით, ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს ყოველდღიური -35% ფასდაკლებით ფარმაცევტული პროდუქციის შეძენისას.

მუდმივი ყოველკვირეული კატეგორიების აქციების ფარგლებში კი, 1-დან 7 რიცხვის ჩათვლით ბავშვთა მოვლის, კვებისა და აქსესუარების კატეგორიის სრულ ასორტიმენტზე მოქმედებს ყველაზე დაბალი ფასები.

განსაკუთრებული შეთავაზებებით, აქციებითა და ფასდაკლებებით სარგებლობა  „იმპექსის“ ლოიალობის – ფასდაკლებისა და დაგროვების – ელექტრონული „ზე ბარათის“ გამოყენებით არის შესაძლებელი. ბარათის მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია ფასდაკლებით და პარალელურად, დააგროვოს სხივები/ქულები – რომელთა გადაცვლა შესაძლებელია ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე. ბარათზე ზოგად სქემასთან ერთად, დამატებით მოქმედებს: მშობელთა, პენსიონერთა და დევნილთა სქემები. თითოეული სქემის ბენეფიციარისთვის კი შექმნილია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი მუდმივად ცდილობს შეასრულოს ბრენდის დაპირება და ექსკლუზიური შეთავაზებებით, კომფორტული გარემოს შექმნით, მომხმარებელზე მორგებული სერვისების განვითარებით განაწყოს მომხმარებლები სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „იმპექსის“ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/ImpexPharmacy

ცხელი ხაზი: 032 2 31 31 00

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები