ახმეტის რაიონში, სოფელ ხადორის მიმდებარედ, მაშველებმა ხრამიდან 26 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისიდან თანმხლებ პირებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მას ფეხი დაუცდა და 150 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.