ექიმ მაია კოხტაშვილს, რომელიც ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით 11 სექტემბერს დააკავეს, 12 სექტემბერს კი 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდების სანაცვლოდ, გათავისუფლდა – საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ადვოკატის ცნობით, გადახდილი 50 000-ლარიანი გირაო ჯარიმად ჩაითვლება.
ადვოკატის თქმითვე, ექიმს ერთწლიანი პირობითი მსჯავრიც არ ექნება.
„რაც მთავარია, მის საექიმო საქმიანობას არაფერი არ შეეხება და ერთწლიანი პირობითი მსჯავრიც არ ექნება“, – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისათვის, ექიმ-ნევროლოგი, მაია კოხტაშვილი ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით 11 სექტემბერს დააკავეს. 12 სექტემბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. გირაოს თანხა მას მოქალაქეებმა ერთ საათში შეუგროვეს და ის პატიმრობიდან გათავისუფლდა.
