LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აკლდამა უნდა იყოს ყოველგვარი განსაკუთრებული მორთულობის გარეშე და მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე“ – ვატიკანმა პაპ ფრანცისკეს ანდერძი გამოაქვეყნა

148
რომის პაპი

ვატიკანმა გამოაქვეყნა პაპ ფრანცისკეს „სულიერი ანდერძი“, რომელიც მან გარდაცვალებამდე დაახლოებით სამი წლით ადრე დაწერა.

პაპმა ითხოვა, რომ დაკრძალონ სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, საფლავი იყოს სადა, წარწერით: ფრანცისკე.

„აკლდამა უნდა იყოს მიწაში, მარტივი, ყოველგვარი განსაკუთრებული მორთულობის გარეშე და მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე“, – ნათქვამია ანდერძში.

პაპი აღნიშნავს, რომ დაკრძალვის ხარჯი დაიფარება ქველმოქმედისგან მიღებული თანხით.

„ჩემი დაკრძალვის მომზადების ხარჯები დაიფარება ქველმოქმედის მიერ შემოწირული თანხიდან“, – აღნიშნულია ანდერძში.

პაპი ფრანცისკე მადლობას უხდის ყველას, ვისაც უყვარდა და მისთვის ლოცულობდა და ანდერძს ასრულებს სიტყვებით, რომ ცხოვრების ბოლო პერიოდში თავის ტანჯვას უფალს უძღვნის მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და ხალხთა შორის ძმობისთვის.

რომის პაპის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა – ვატიკანმა ოფიციალური სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g