კომპანია Ford-მა პატარებისთვის განსაკუთრებული აკვანი შექმნა. სიახლეს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია და მისით ის მშობლები დაინტერესდებიან, რომელთა პატარებიც მანქანის გარდა სხვა გარემოში რთულად იძინებენ.
აკვანზე კომპანიის ქვე-განყოფილებამ Max Motor Dreams-მა იმუშავა და ის სრულიად ქმნის ავტომობილის გარემოს, მათ შორის რყევისა და სუნის მხრივაც კი.
როგორ გამოიყურება Max Motor Dreams-ის აკვანი? იგი აღჭურვილია ვიბრო-მატრასით, აუდიოსისტემით და სპეციალურად შემუშავებული განათებით. მშობელი თავად აირჩევს პროგრამას, რომელიც ავტომობილის შეგრძნებებს იმეორებს. შესაძლებელია ღამის განათების რეჟიმის და ამორტიზატორის ხმისა და მრავალი სხვა დეტალის შექმნა.
ამის შემდეგ მშობლებს შეუძლიათ წყნარად წამოწვნენ მათ გვერდით და დაისვენონ.