LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკვილანის ცოლი ლისაბონში არ გაყვა

30

ცნობილმა იტალიელმა ნახევარმცველმა ალბერტო აკვილანიმ ცოტა ხნის წინ ”ფიორენტინა” დატოვა და ლისაბონის ”სპორტინგში” გადავიდა. 31 წლის ფეხბურთელის მეუღლე მიკაელა კვადროჩე, რომელიც წარმატებული მოდელია, ალბერტოს ლისაბონში საცხოვრებლად არ მიყვება.

მიუხედავად ქმრის დაჟინებული თხოვნისა და სურვილისა ცოლ-შვილი გვერდით ჰყოლოდა, მიკაელა არ არის თანახმა და ამის მიზეზად მისი სამოდელო საქმიანობას ასახელებს. თუმცა 26 წლის მოდელმა აკვილანის იმის პირობა მისცა, რომ ლისაბონში ხშირად ჩააკითხავს ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები