ალ პაჩინო არგენტინული „რასინგის“ წევრი გახდა.
სახელგანთქმული მსახიობი ოფიციალურად მიიღეს კლუბ „რასინგ აველიანედას“ წევრად.
76 წლის ამერიკელი ვარსკვლავი არგენტინაში იმყოფება თავის არგენტინელ მეუღლესთან, ლუსია სოლასთან ერთად.
სპეციალურ ღონისძიებაზე ალ პაჩინოს „რასინგის“ მაისური და კლუბის წევრობის ბარათი გადასცეს.