ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდა“ ევროპაში ახალ ტერაქტების განხორციელებას გეგმავს ,- ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, პროპაგანდისტურ ჟურნალ Inspire -ში თავდასხმების განხორციელებისკენ ტერორისტების მოწოდება გამოქვეყნდა და დაჯგუფების სამიზნე შესაძლოა, რკინიგზის სადგურები და მატარებლები გახდეს.
Bild-ის ინფორმაციით, აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტომ გერმანული სპეცსამსახურები ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში გააფრთხილა „ალ-ქაიდას“ მხრიდან ევროპაში, მატარებლებზე მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ.