რუსული ესტრადის პრიმადონა ძალიან ზრუნავს საკუთარ ოჯახზე. სწორედ ამიტომ, კატასტროფული შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით ერთ-ერთი სახლის სარდაფში ბუნკერი ააშენა.
ბუნკერის მშენებლობის განმავლობაში მომღერალმა 10 მილიონ რუბლზე მეტი დახარჯა. ბუნკერი დაცულია 3 მეტრიანი ბეტონის კედლებით და ცეცხგამძლე კარებით, ხოლო ბუნკერში ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანმა კომფორტულად იცხოვროვროს. ექსტრემალური სიტუაციებისთვის კი ბუნკერში იფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტიც.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს ალა პუგაჩოვა უარყოფს ბუნკერის არსებობას, თუმცა, მისი მეზობლები ამბობენ, რომ ბუნკერი მართლაც არსებობს.