LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალაბამას სენატორი ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობამ დააბნია

91

ალაბამას შტატის სენატორმა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ღია წერილი მისწერა.

წერილში სენატორი უკმაყოფილებას გამოხატავს, ოლიმპიურ თამაშებში Georgia-ს, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტად მონაწილეობის შესახებ.

როგორც ჩანს, სენატორს Georgia მხოლოდ აშშ-ს შტატი ჰგონია, საქართველოს არსებობის შესახებ კი წარმოდგენაც არ აქვს.

“გუშინ ღამე ოჯახთან ერთად ვუყურებდი ოლიმპიურ თამაშებს და გაოგნებული დავრჩი, როცა ვნახე თუ როგორ გამოაცხადეს “Georgia” დამოუკიდებელი სუბიექტად. ჩვენ მოვითხოვთ, ოლიმპიურ თამაშებში ალაბამაც ჩაერთოს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი. ალაბამას ათლეტები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერები არიან”,- წერს სენატორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g