ოქტომბერში გამოქვეყნებული თიზერისა და პოსტერის შემდეგ, ქსელში ,,ალადინის” ეკრანიზაციის გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები გავრცელდა. ექსკლუზიური ფოტოები Entertainment Weekly-ის ახალ გამოცემაში დაიბეჭდა. საინტერესოა, რომ ჟურნალის გარეკანი ალადინს, ჯინსა და პრინცესა ჟასმინს დაეთმოთ, რომლებსაც კინოსურათში მენა მასუდი, უილ სმიტი და ნაომი სკოტი განასახიერებენ.
ქსელში გავრცელებულ სურათებში ასევე ფილმის ისეთი პერსონაჟების ხილვაა შესაძლებელი, როგორებიც: ჯაფარი და მაიმუნი აბუ არიან.
შეგახსენებთ, რომ ,,დისნეის” 1992 წლის ანიმაციის რიმეიქი გაი რიჩის რეჟისორობით, 2019 წლის 24 მაისს გამოვა.