LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალან გაგლოევი: „გმადლობთ, რუსეთო! – 2008 წლის მაგალითი ოს მებრძოლებს საგმირო საქმეებისკენ უბიძგებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის“

154
ალან გაგლოევი

ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა, „სამხრეთ ოსეთის დამცველთა“ მემორიალურ კომპლექსში, ომის 16 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 

გაგლოევმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის როლს ე.წ სამხრეთ ოსეთში მშვიდობისა და სიმშვიდის დამყარებაში.

„ძნელი წარმოსადგენია, რა იმედითა და რწმენით ელოდნენ რუსეთის არმიას ცხინვალში. ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ხალხმა, დაინახა რა, ცხინვალისკენ მომავალი რუსეთის დროშიანი ტანკები, იცოდა, რომ ხსნა მოვიდა, ომის კოშმარი მათთვის დასრულდა, სამხრეთ ოსეთი იცოცხლებდა!

უკვე მეორე დღეს ყველგან გამოჩნდა ნიშნები: „გმადლობთ, რუსეთო!“ ხალხს სურდა მადლიერება გამოეხატა რუსეთის მიმართ, რომელმაც ჩვენი ხალხი გადაარჩინა“, – განაცხადა ალან გაგლოევმა.

მისივე თქმით, მებრძოლები ე.წ  სამხრეთ ოსეთიდან, ამჟამად რუს სამხედროებთან ერთად რუსეთისთვის იბრძვიან. 

„2008 წლის ომის გმირების მაგალითი ოს მებრძოლებს, საგმირო საქმეებისკენ, მხოლოდ წინსვლისკენ უბიძგებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის. სამხრეთ ოსეთი ამაყობს ჩვენი სამშობლოს გმირი დამცველების სიმამაცით! ჩვენ გვჯერა მათი და ველით მათ გამარჯვებას!“ – განაცხადა ე.წ პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g