“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადება შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, დაგვიანებულია. “ვიტყოდი, რომ ეს დაგვიანებულია. პრაქტიკულად ახლა დიდ ცვლილებებს აზრიც არა აქვს. მას უნდა მიეღო გადაწყვეტილებები თავიდანვე, როგორც კი პრემიერ-მინისტრი გახდა და შეეცვალა არაეფექტური სამინისტროები, რომლებიც პრაქტიკულად ჩვენი ხალხის ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავენ,“ – განცხადა ალასანიამ.
