LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია მოუწოდებს პრეზიდენტს ე.წ. კაბალების საქმეზე დაკავებულები შეიწყალოს

79

”თავისუფალი დემოკრატები” ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების საქმეზე დაკავებულების შეწყალებისთვის პრეზიდენტს მიმართავენ. როგორც პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ერთადერთი ლეგიტიმაციის მატარებელი ინსტიტუტი არის პრეზიდენტის ინსტიტუტი.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ამ ყველაფერს აკვირდება, როცა საჭიროდ ჩათვლის, მიიღებს გადაწყვეტილებას და უდანაშაულო ბიჭებს გაათავისუფლებს. ალასანიას თქმით, საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობამ უნდა დაანახოს, რომ ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი საქართველო ფეხზეა.
ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დამნაშავედ 14 მაისს ცნეს. მათ 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g