LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია სააკაშვილზე: ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე არ უსაუბრია, ერთადერთი აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკა არ არის ადგილი, სადაც მსგავს გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ, რადგან ამისთვის ოფისები არსებობს

63
Untitled design (4)

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ცენტრში ცოტა ხნის წინ მისმა დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.

ალასანიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს კვლავ უჭირს სიარული, აქვს სიცხე და ამასთან, ვერ იკვებება.

ალასანიას თქმითვე, სააკაშვილი პოლიტიკურ საკითხებში ახლა საერთოდ არ ერევა და ამის შესახებ არც ოჯახთან საუბრობს. როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, სააკაშვილმა მხოლოდ იმის შესახებ გამოთქვა მოსაზრება, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა არ არის ადგილი, საიდანაც პარტიის გადაწყვეტილებები უნდა ხდებოდეს ცნობილი:

„მიხეილ სააკაშვილი ახლა საერთოდ არ ერევა პოლიტიკურ საკითხებში, ჩვენც არ გველაპარაკება. ჩემთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე არ უსაუბრია. ერთადერთი აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკა არ არის ადგილი, სადაც უნდა იღებდნენ მსგავს გადაწყვეტილებებს, რადგანაც ამისთვის ოფისები არსებობს“, – თქვა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, 9 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანაგუნდელების ერთი ნაწილი ითხოვ ს, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები.

ირაკლი ნადირაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g