LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია სააკაშვილზე: „კუნთები საერთოდ აღარ აქვს, 12 წლის ბავშვის ხელი გაუხდა, მუცელი საერთოდ არ აქვს“

125
Untitled design (1)

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლავ გაუარესებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე ავადმყოფია:

„წნევა იყო დაბალი, მაგრამ, როგორც ჩანს, ვარდნის დროს, კიდევ უფრო დაბალი იყო.

კუნთები საერთოდ აღარ აქვს, 12 წლის ბავშვის ხელი გაუხდა, მუცელი საერთოდ არ აქვს.

ტყავი არის გადაკრული უკანა ტყავზე, მისი ყოველი მოძრაობის მეშინია, ძალიან მძიმე ავადმყოფია“, – თქვა ალასანიამ.

მან პოლონელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლის საკითხზეც ისაუბრა:

„ყური მოვკარი, თითქოს პროცესი დაიძრა, თითქოს რაღაც ინსტანციიდან რეკომენდაცია აქვთ, მაგრამ ამის შემდეგ ლიცენზია უნდა გაიცეს. ლიცენზია ისეთი ამბავია, შეიძლება ერთ საათში გაიცეს, შეიძლება თვეები დასჭირდეს.

რამდენიმე მძიმე დიაგნოზი აქვს, რომელიც ჩვენი კანონმდებლობითაც კი პატიმარს საერთოდ ათავისუფლებს, მაგრამ არ ვიცი, სტრასბურგში საბუთები გაგზავნილი გვაქვს“, – აცხადებს გიული ალასანია.

„გიული ალასანიას გადმოცემით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა გონების კარგვა, მორიგე ექიმის ნახვის პერიოდში პაციენტი გონებაზე იყო“ – ზურაბ ჩხაიძე 

„ორჯერ დაკარგა გონება ადამიანმა, დღეს… მთლიანად გაშავდა და ასე უგონოდ დიდხანს იყო“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე 

ალასანია სააკაშვილზე: „ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g