LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ გაინტერესებთ რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი თქვენთვის და საქართველოსთვის? – გამოგვიგზავნეთ კითხვები და გიპასუხებთ“ – EU-ის დელეგაცია მოქალაქეებს

184
პაველ ჰერჩინსკი

რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის? – ევროკავშირის დელეგაცია მოქალაქეებს იწვევს, გაგზავნონ ნებისმიერი შეკითხვა „ფეისბუკის“ მეშვეობით, რომელიც საქართველოში ევროკავშირის საქმიანობასა და ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მხარდაჭერას ეხება.

ევროკავშირის წარმომადგენლობა აქ არის, თქვენს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად

როგორც ევროკავშირის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პასუხებს მოქალაქეები თავად დელეგაციიდან მიიღებენ.

„ახლა ისტორიული მომენტია. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ალბათ გაინტერესებთ რას ნიშნავს ეს თქვენთვის და საქართველოსთვის.

ევროკავშირის წარმომადგენლობა აქ არის, თქვენს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად“. – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვაში.

შეგიძლიათ, დასვათ ნებისმიერი შეკითხვა საქართველოში ევროკავშირის მუშაობისა და ასევე, იმის შესახებ, თუ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე.

კითხვების დასმა შეგიძლიათ Facebook მესინჯერის საშუალებით ან ევროკავშირის პოსტის კომენტარებით. ევროკავშირის წარმომადგენლობა კითხვებზე პასუხს იანვრის დასაწყისში წარმოადგენს.

შეკითხვების გაგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 იანვარი.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება 14 დეკემბერს მიიღო.

 

magti 5g