“ვინც უყურა „TV-1“-ის ა.წ. 8 თებერვლის გადაცემა „პირველებს“ ბ-ნი ამირან გამყრელიძისა და ე.წ. ექიმი-ექსპერტების მონაწილეობით, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?”-ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება “ტვ პირველის” ეთერში ექიმებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის დაპირისპირებას.
„ალბათ გინახავთ (ტელევიზიით, ინტერნეტით), როგორ ესხმიან თავს აფთრები მარტოდ დარჩენილ ლომს. ალბათ, ისიც გასაგებია, თუ რატომ ვართ ამ დღეში და ისიც, თუ რატომ უმკლავდება ყველაფრის მიუხედავად საქართველო ყველაზე სერიოზულ გამოწვევებს ასე წარმატებით.”-წერს თენგიზ ცერცვაძე.
