LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალბათ, მომავალში „ენკი ბენკიზეც“ იქნება საუბარი” – კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის წერილზე

144
kalaze

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიური წერილი დაწეროს, ღიმილის მომგვრელი იყო საერთოდ ამ წერილში რაც ეწერა ჩემთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით,  „თიბისი ბანკის” საქმის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობას აქვს ადგილი.

„პირადად ჩემთვის და ვფიქრობ საზოგადოებისთვის, კატეგორიულად მიუღებელი ფაქტი, რომ სამართლებრივი ამბის გადატანა ხდება პოლიტიკურ ჭრილში. ჩვენ ამ ადამიანებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ.

მედია რა შუაშია, ეს საერთოდ არ მესმის. რა შუაშია „ტვ პირველი“, რა შუაში იყო „არტარეა“. ალბათ, მომავალში „ენკი ბენკიზეც“ იქნება საუბარი,” – განაცხადა კალაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილში, რომელსაც საგამოძიებო უწყება ასაჯაროებს, „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები