LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალბათ, უახლოეს პერიოდში ძირითადი მოხმარების პურზე შემცირებულ ფასებს ვნახავთ – ოთარ შამუგია

123
პური - შამუგია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ, შესაძლოა, ძირითადი მოხმარების პურზე ფასები შემცირდეს.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო პერიოდში ხორბალთან და ფქვილთან მიმართებით, ფასების შემცირების დინამიკას ვაკვირდებით. შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულად ფქვილზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა უკვე კომუნიკაცია პურის მწარმოებლებთან და ველოდებით, რომ ფქვილის ფასების შემცირება, რომელსაც ვაკვირდებით, უკვე აისახება პურზე. ალბათ უახლოეს პერიოდში დახლებზე კონკრეტული სახეობის პურზე, ძირითადი მოხმარების პურზე შემცირებულ ფასებს ვნახავთ.

რამდენით და როდიდან გაიაფდება პური: “ფქვილის ფასის შემცირება იძლევა ამის საშუალებას, რომ პური გაიაფდეს”

იცით, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ როგორც წისქვილკომბინატებთან, ასევე ფერმერებთან, პურის მწარმოებლებთან. წინა კვირასაც გვქონდა შეხვედრები და მათგან მივიღეთ დასტური, რომ შესაძლებელია, არსებულ ვითარებაში პურის ფასებზე აისახოს ის ცვლილება, რაც ხდება ფქვილთან და ხორბალთან მიმართებით და ამიტომაც განვაცხადეთ, რომ უახლოეს პერიოდში პურის ფასების შემცირებას ველოდებით უშუალოდ უკვე დახლებზე“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

“მთელი ქვეყნის ეკონომიკა, უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე” – ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g