”ალბატროსში” შოურუმი გაიხსნა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მეტალო პლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების შოურუმის გახსნის ცერემონია ”ალბატროსის” საწარმოში გაიმართა და აქ წარმოდგენილი იყო კომპანიის პროდუქტების ნიმუშები.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში მომუშავე წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე წამყვანი არქიტექტორები და დიზაინერები.
შოურუმის გახსნასთან ერთად სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად დაეთვალიერებინათ კომპანია ”ალბატროსის” საამქრო (3000-მ2) , რომელიც აღჭურვილია გერმანული მრავალფუნქციური თანამედროვე დანადგარებით, როგორც მეტალოპლასტმასისთვის, ასევე ალუმინისთვის.
ცნობისთვის, ”ალბატროსი” უკვე 16 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა და ლიდერი პოზიცია უკავია მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების წარმოებაში. ასევე ის გერმანული კომპანია SALAMANDER-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია ჩვენს ქვეყანაში.
”ალბატროსი” მომხმარებელს გერმანულ, ბულგარულ და თურქულ პროდუქციას სთავაზობს.