30 000-დან ან 20 000-დან 1-ზეა იმის შანსი, რომ ქვეყანას ალბინოსი ადამიანი მოევლინოს. მაგრამ ყაზახეთში ამ ორმა გოგონამ ყოველგვარი ლოგიკისა და სტატისტიკური მონაცემების კანონზომიერება დაარღვია.
აზელ და კამილა კალაგანოვა ერთ ოჯახში დაიბადნენ, 12 წლის შუალედით. ორივე მათგანი ალბინოსია.
კამილა 2 წლისაა, მისი და აზელი კი 14-ის. მათ ჰყავთ ძმა 8 წლის ალდიარი, რომელსაც ყაზახებისთვის დამახასიათებელი გარეგნობა აქვს.
“ზოგმა საერთოდ არ იცის, რომ ალბინოსები არსებობენ. ხალხი ყოველთვის გაოცებულია ჩვენით”, – ამბობს აზელი.
გოგონების დედაც აიმარ სარკიტოვიც გაოცებული იყო, როცა ისინი ამ ქვეყანას მოავლინა. შემდეგ როცა ეს განმეორდა, ექიმებიც კი გაოცდნენ.
ისინი ეჭვობდნენ რომ გოგონების მამა რუსი იყო.
როდესაც აზელი 10 წლის გახდა, ფოტო მოდელის კარიერა დაიწყო. კამილას დაბადების შემდეგ, ოჯახური ფოტოების დამსახურებით, აზელი კიდევ უფრო პოპულარული გახდა. მას ინსტაგრამზე 33 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს.


























“როდესაც ჩემი უფროსი გოგონა გავზარდე, საერთოდ არ იყო ქვეყანაში ალბინოსებზე ინფორმაცია. ექიმებმაც არაფერი იცოდნენ და რუსულ გენებს ეძებდნენ. შემდეგ რაღაცეების კითხვა დავიწყე და გავიგე რომ ჩემი შვილი ალბინოსია”.
მოგვიანებით აიმანმა გაარკვია, რომ მის წინაპრებშიც იყვნენ ალბინოსები.
ალბინიზმისა და ჰიპოპიგმენტაციის ეროვნული ორგანიზაციის თანახმად, ალბინოსებმა, მათი კანის შეფერილობის გამო, უმჯობესია თავი დაიცვან მზის სხივების ყოველგვარი ზემოქმედებისგან, აზელმა და მისმა დამ ეს იციან.
“თუ შუადღისას გარეთ გავდივარ, აუცილებლად მზისგან დამცავ საცხს ვიყენებ. ასევე ვიცმევ დახურულ ტანსაცმელს, ვიხურავ ქუდს ან ვატარებ ქოლგას, საღამოს გარეთ გასვლა ჩემთვის უფრო მარტივია,” – ამბობს აზელი.
როდესაც აზელი პატარა იყო, მშობლებმა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სკოლაში შეიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მიხვდნენ, რომ აზელს ეს არ სჭირდებოდა.
ალბინოსი გოგონების ძმა მამას ჰგავს: “მას ნამდვილად ყაზახური იერი აქვს” – ამბობს აიმანი.
“თავიდან ალდიარს თავის უფროს დასთან დაკავშირებით კითხვები არ ჰქონდა, თუმცა როცა მეორე დაც ალბინოსი გაუჩნდა წარბები აწია და მკითხა, დედა ასეთები რატომ არიან, ჩვენ რატომ არ გვგვანან?
ახლა უკვე იცის რაშიცაა საქმე და ყველას სიამაყით უყვება მისი განსაკუთრებული დების შესახებ”.
https://www.instagram.com/p/B2hd7AOHeg1/?utm_source=ig_web_copy_link