ზუსტად 12 წლის წინ, 2006 წლის 7 ივნისს, იაპონიაში ნელი ფურტადოს ახალი, რიგით მესამე ალბომის „Loose“ პრეზენტაცია შედგა.
დისკი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 12 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა და ამერიკული, კანადური სხვა წამყვანი ქვეყნების ჩარტების სათავეებში მოექცა. სინგლები „Promiscuous“ და „Say It Right“ კი თვეობით არ ტოვებდა მსოფლიო რეიტინგის სათავეებს.
დისკმა არანაკლები წარმატება მოუტანა ტიმბალენდს, რომელიც მისი პროდიუსერი იყო. სულ ჯამში ალბომის ოცდაათამდე ვარიაცია გამოვიდა.