LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალჟირში ხანძრის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 25 სამხედროა

51
ხანძარი ალჟირში

ალჟირში ხანძრის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის 25 სამხედროა. ისინი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ. დამწვარია საცხოვრებელი სახლები და განადგურებულია ტყის მასივი.

ტყის ხანძრები ალჟირის დედაქალაქიდან აღმოსავლეთით მდებარე ორ რეგიონში მძვინვარებს. ქვეყანაში სტიქიის ათობით კერას 16 პროვინციაში ებრძვიან. ფიქრობენ, რომ ცეცხლის კერები განზრახ არის გაჩენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g