ირინა ალეგროვა სცენას უბრუნდება. რუსული სცენის დედოფალი 3-წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული იმიჯით დაბრუნდება. როგორც თავად ირინამ განაცხადა, შეიცვლება მისი რეპერტუარიც და ის ძველი ჰიტების ნაცვლად, მაყურებლის წინაშე სრულიად ახალი სიმღერებით წარდგება.
შეგახსენებთ, რომ ალეგროვამ სცენა დატოვა, რადგან ფიქრობდა, რომ უკვე ყველაფერზე იმღერა და ცოტა ხნით დასვენება სჭირდებოდა.