LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკ ბოლდუინისა და კიმ ბესინგერის ქალიშვილი თხოვდება?

70

ალეკ ბოლდუინისა და კიმ ბესინგერის ქალიშვილი, მოდელი ჰეილი ბოლდუინი ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება. ბევრს წერდნენ 19 წლის მოდელის რომანზე ჯასტინ ბიბერთან. ამჯერად კი გოგონა ხშირად ხვდება ფოტოგრაფების ობიექტივში. ახალ ფოტოებში ჰეილი მაიამიში, საცურაო კოსტიუმით პოზირებს. ყურადღებას იქცევს წარწერა საცურაო კოსტიუმზე Just Married. გოგონა არც პაპარაცებს ემალება და ჩანს რომ თავსაც ფანტასტიკურად გრძნობს.

მედიაში კი მალევე გაჩნდა ვერსიები ჰეილი ბოლდუნის საცურაო კოსტუმზე დატანილ წარწერასთან დაკავშირებით. თხოვდება თუ არა 19 წლის ლამაზმანი, ჯერ არავინ იცის. ფაქტია, რომ ჰეილიმ მედია მაინც საინტერესო სიურპრიზისთვის მოამზადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები