გუშინ, 24 წლის მოდელმა აირლენდ ბოლდუინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას თავს დაესხნენ. თავდამსხმელი ქალი გახლდათ და ის ნარკოტიკული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა. უცნობი ქალი აირლენდს პარკში სეირნობისას დაესხა თავს, ფიზიკურად გაუსწორდა, გაძარცვა და გაიქცა.
როგორც ალეკ ბოლდუინისა და კიმ ბესინგერის ქალიშვილი აცხადებს, პოლიციამ დამნაშავე მალევე დააკავა და ნივთებიც დაუბრუნეს. მომხდარი ფაქტის დასტურად მოდელი „ინსტაგრაზე“ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მას სერიოზული ტრამვა აქვს მიყენებული.