LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: „აი მაგ ფეხბურთელებმა პოლიტიკა და სპორტი რატო არ გამიჯნეს? მაგათთვის შეიძლება და სხვებისთვის არა ხო? ევროპაში რომ თამაშობ და რუსებს და მოღალატეებს უჭერ მხარს მაგრად ტეხავს“

332
ალეკო

„ევროპაში რომ თამაშობ და რუსებს და მოღალატეებს უჭერ მხარს მაგრად ტეხავს,“ – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში მონაწილეობას ეხმაურება.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ისინი საქართველოს ღალატის მონაწილეები არიან.

„მოიცა და აი მაგ ფეხბურთელებმა პოლიტიკა და სპორტი რატო არ გამიჯნეს? მაგათთვის შეიძლება და სხვებისთვის არა ხო? ევროპაში რომ თამაშობ და რუსებს და მოღალატეებს უჭერ მხარს მაგრად ტეხავს. საქართველოს ღალატის მონაწილეები ხართ ტალახაძიან ლოჩოშვილიანად, ეგ არ დაგავიწყდეთ „ჯიგრებო“! მაგ ჭუჭყს ვერასოდეს ჩამოირეცხავთ“ – წერს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კლიპი წარადგინა, კლიპში მონაწილეობენ საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებიც – ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი.

ვიდეო: გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა ბექაური და სხვები – „ქართულმა ოცნებამ“ ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები