LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული, არ მოვიტყუები, მძიმე დღეები გავიარე, თუმცა თამაშია ციხეში ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება – ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ

207
ელისაშვილი

მე პირადად მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული – ზუსტად ვიცი, ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის პირად „ფეისბუკის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მეგობრებო, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. მე პირადად მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული. არ მოვიტყუები, მძიმე დღეები გავიარე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. თუმცა, თამაშია აქ ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება. ზუსტად ვიცი, ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ.

მთელი რეჟიმი საპოლიციო ძალებსაა ჩაბღაუჭებული, მაგრამ დაკავების მომენტიდან მთელ სისტემასთან მქონდა შეხება, უამრავ პოლიციელთან გადავიკვეთე და დამერწმუნეთ, ერთი სული აქვთ ეს ყველაფერი დამთავრდეს. ჰოდა, დასრულდება, თანაც ჩვენი სახელოვანი გამარჯვებით!

რუსთავის მე-12 დაწესებულების ტუსაღი, ა. ელისაშვილი”, – აღნიშნულია ალეკო ელისაშვილის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g